
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებლებია. ასევე რეკორდულია აპრილის მაჩვენებლებიც: არსებული სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აპრილში სავაჭრო ბრუნვამ ასევე რეკორდული მოცულობა – 2,197.1 მლნ. აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 1.7%-ით გაიზარდა და 8,132.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
აპრილში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. სავაჭრო დეფიციტმა 2026 წლის აპრილში 764.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.8 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.5%-ით გაიზარდა და 25.9 მლრდ. აშშ დოლარს გაუტოლდა.