
შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს ამ პროდუქტებს, – განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, აქციები პირველადი საჭიროების პროდუქტებზე მუდმივად გავრცელდება.
„აქცია იმოქმედებს ერთიდან – ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლებაც. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა თამარ თავართქილაძემ.
ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.