
„ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა“, – დარინა ჩიჟი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს გირაოს თანხას უფარავს, ამის შესახებ ჩიჟი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ერმაკს დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა ედება ბრალად – ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ – სასამართლომ მას გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.
„მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის მართლმსაჯულება და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება“, – ამ განცხადებით განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან, ანდრეი ერმაკის სახელით, სასამართლოში გირაო შეიტანა.
„მიხეილ სააკაშვილის ისტორიის შემდეგ, მე ძალიან მკაფიოდ ვასხვავებ ერთმანეთისგან, სად არის სამართალი და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება. ამიტომ, ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ.
ვინაიდან ძალიან სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც საქმეების აღძვრა იწყება არა დანაშაულების, არამედ პრინციპული პოზიციის გამო. უკრაინის ინტერესების, დონბასის ან მთლიანად ქვეყნის ჩაბარებაზე უარის თქმის გამო და ეჭვიც არ მეპარება: სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა“, – წერს სააკაშვილის პრესმდივანი.