მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელებაა იმ მნიშვნელოვანი დანატოვრის, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა.

დღეს ხედავთ, რომ ჩვენთან ერთად იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, გაძლიერებას, შენარჩუნებას, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ერთიანობის და იმ დიდი სიყვარულის, რომელიც ჩვენს ერს ერთმანეთთან აერთიანებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button