
ქალაქ კასპში მდინარე ლეხურაზე, სამ ლოკაციაზე დაზიანებულ დამცავი კედლების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„მდინარე ლეხურაზე დაზიანებული დამცავი კედლების მოწყობა მნიშვნელოვანია. პროექტი უზრუნველყოფს მდინარე ლეხურას მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს სტიქიური პროცესებით გამოწვეულ რისკებს“ – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.