ROOTS 1 წლის გახდა – ბრენდი ახალ ფილიალს მთაწმინდაზე ხსნის

ROOTS – ბრენდი, რომელმაც ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე  შეძლო მომხმარებლის სიყვარულისა და ლოიალობის მოპოვება, მაისის ბოლოს, 1 წლის იუბილეს აღნიშნავს და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი ფილიალი მთაწმინდაზე,  პოლიკარპე კაკაბაძის N45-ში განთავსდება და ROOTS-ის უნიკალურ კონცეფციას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.
ბაზარზე ROOTS-ის სწრაფი წარმატება მის განსხვავებულ სტილსა და ბრენდის იდენტობაშია .სივრცე, რომელიც თავდაპირველად ყავისა და შეხვედრების ადგილად შეიქმნა, დღეს უკვე თანამედროვე ურბანული კულტურის და ინსპირაციის ნაწილად ჩამოყალიბდა.
ROOTS-ის კრეატიული დირექტორის, ნინჩო ჭანტურიას განცხადებით, 2025 წელი ბრენდისთვის ინტენსიური განვითარების, ექსპერიმენტებისა და მნიშვნელოვანი ზრდის პერიოდი იყო, ხოლო 2026 წელი კომპანიამ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებით დაიწყო.
მისი თქმით, ახალი ფილიალის გახსნა ROOTS-ისთვის მხოლოდ ფიზიკური გაფართოება არ არის. ეს ბრენდის ფილოსოფიის, ემოციისა და ცხოვრების სტილის ახალ სივრცეში გადატანას ნიშნავს.
„ROOTS-ის მთავარი იდეა თავიდანვე იყო შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, სოციალიზდებოდნენ და საკუთარ სივრცედ აღიქვამდნენ. დღეს სწორედ ეს ემოციური კავშირი გახდა ჩვენი ყველაზე დიდი ძალა,” – ამბობს ნინჩო ჭანტურია.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ROOTS-ის ზრდა განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, რომ ბრენდმა პოპულარობა თითქმის სრულად მომხმარებლების რეკომენდაციებით – word of mouth-ის ეფექტით მოიპოვა.
გუნდში მიაჩნიათ, რომ ROOTS-ის წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხზე, ემოციასა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომაა -დაწყებული პროდუქციითა და მომსახურებით, დასრულებული სივრცის დიზაინითა და შეფუთვით.
„ჩვენთვის ROOTS მხოლოდ ყავა არ არის – ეს არის კულტურა და გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.”
დღეს ROOTS ერთ-ერთ  სწრაფად მზარდ  ბრენდად ყალიბდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო კომპანიის შეფასებით, ერთგული მომხმარებელი  ბრენდს როგორც ლოკალური, ისე რეგიონული გაფართოების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
Back to top button