„Wines of Georgia on Tour“-ის ფარგლებში ჩიკაგოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში ქართული ღვინის მასტერ-კლასი და დეგუსტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებსა და ღვინის მოყვარულებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიებას ცნობილი სომელიე ჯიმ ბუბე უძღვებოდა. მან სტუმრებს 60-მდე ქართული ღვინო გააცნო. დეგუსტაციის მონაწილეების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ჩიკაგოში გამართული ღონისძიება დეგუსტაციების სერიის “Wines of Georgia on Tour” ნაწილია, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიმართება და მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა და სადეგუსტაციო ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

ამასთან, აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.

Back to top button