კასპის სოფელ საქადაგიანოში, სვანების დასახლებაში, შიდა გზის მოწყობისა და ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება.

სოფელ საქადაგიანოში, სვანების დასახლებაში, შიდა გზის მოწყობისა და ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1 045 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ეზოებში შესასვლელები.

მიმდინარე სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, აღნიშნული გზის მონაკვეთი რეაბილიტაციას საჭიროებდა და პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

პროექტი ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button