
აშშ-ის შტატ ტეხასის მცხოვრები ქალი ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს.
ქალაქის წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო დაპატიმრების შემდეგ, ქალი აცხადებს, რომ მან ქალაქის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმის გამო, რასაც ის „პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებს.
ტრინიდადის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ქალაქს წყლის პრობლემები აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ჰოსპიტალიზებულია თუ არა ვინმე.