2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა, ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო

„საშინელ მდგომარეობაში იყო [ცხედარი], ნაცემი და ნაიარევი, სულ „ზელიონკით“ ჰქონდა დაფარული ტანზე ყველგან – ადგილს ვერ უნახავდი. ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და დაფარებული ჰქონდა ზედ მარლის ნაჭერი. მე არ მინახავს და ვინც გააპატიოსნა, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო, ამბობდნენ“, – განაცხადა 2011 წლის 26 მაისის დარბევისას ნაწამები და მოკლული სულიკო ასათიანის მეუღლემ შორენა ადეიშვილი-ასათიანმა, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.

სულიკო ასათიანის შვილის პაატა ასათიანის თქმით, სამძიმარს გარეთ იღებდა, რადგან დასახიჩრებული მამის ცხედარს დიდხანს ვერ უყურებდა. გარდაცვლილის მეუღლემ გაიხსენა ისიც, რომ სულიკო ასათიანი მცხეთის იზოლატორში აწამეს.

„მცხეთის იზოლატორში რომ აწამებდნენ თურმე, იქ მყოფ ერთ ადამიანს უთქვამს, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კვნესოდა თურმე და იძახდა „ვაი დედა“-ს“, – განაცხადა შორენა ადეიშვილი-ასათიანმა.

Back to top button