
„ნაცები“ ამბობენ – კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც – რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, „ნაცებს“ რეაგირება არ ჰქონიათ თავიანთ დანაშაულზე, „ქართული ოცნების“ დროს კი, არ არსებობს ფაქტი, ვინმეს კანონი დაერღვია და პასუხი არ ეგოს. „ნაცები ამბობენ – კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც – რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა. ეს არის განსხვავება – მათ რეაგირება არ ჰქონიათ თავიანთ დანაშაულზე, „ქართული ოცნების“ დროს არ არსებობს ფაქტი, ვინმეს კანონი დაერღვია და პასუხი არ ეგოს. ეს არის განსხვავება!“, – წერს ჩიხელიძე.