კასპში, კელაპტრიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, კელაპტრიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, 693 გრძივ მეტრ მონაკვეთზე ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს — ეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები და სანიაღვრე ღარები. ასევე, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

Back to top button