ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს

ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.

“დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე
მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის ფარგლებში, შენდება 7 კორპუსი, რომელთაგან 2 კორპუსი დასრულებულია, ხოლო 3 კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.

Back to top button