კასპის სოფელ ჩობალაურში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

​კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება.

კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩობალაურში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

​სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

​ამ ეტაპზე მოედანზე ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ხელოვნური საფარის დაგება, საკალათბურთო ფარებისა და საფეხბურთო კარების დამონტაჟება, ასევე გარეგანათების სისტემის მოწყობა.

​„სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ინტენსიურად ვახორციელებთ, რადგან ჩვენი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში სპორტული მიღწევების ხელშეწყობაა“, — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button