მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი – ჩემი მეუღლის ნათესავია

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა.

ლევან დარბაიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესაური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, – განუცხადა ლევან დარბაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

Back to top button