
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის მოსახლეობას მალე განახლებული და კომფორტული შიდა გზა ექნება.
სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია.
მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად გაეცნენ.
მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმოკლეს ვადებში დასრულდება, რაც სრულად აღმოფხვრის სოფელში არსებულ გადაადგილების პრობლემებს.