ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილით დაემუქრა.

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს პოდოლიაკი ბელარუსის მიერ უკრაინაში პოტენციურ სამხედრო შეჭრაზე საუბრობდა.

პოდოლიაკის განცხადებით, ბელარუსის საზოგადოება რუსულ საზოგადოებას არ ჰგავს და ის ომს მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ზელენსკის მრჩეველი ლუკაშენკოს ურჩევს კარგად აწონოს ყველა „შიდა რისკი და პირადი შედეგები“, სანამ ესკალაციაზე წავა.

„როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს მიაღწიოს პენსიამდე, გადააბაროს ხელისუფლება, ააშენოს დინასტია (ამას სარკაზმით ვამბობ), მაგრამ ამის მიუხედავად, კარგი იქნებოდა, რომ დღეს ის [ლუკაშენკო] დადუმებულიყო“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Back to top button