კასპის სოფელ მეტეხში, დევნილთა დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი შენდება

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სოფელ მეტეხში, დევნილთა დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი შენდება.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით,  სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივების ინტერების გათვალისწინებით ხორციელდება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button