
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებები ეროვნული ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
როგორც აბაშიძე აცხადებს, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს კანონით დაკისრებული ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.
„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა – ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება. როცა ნაცსექტანტს კანონის ერთი მუხლის წაკითხვაც არ შეუძლია, მისი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში არჩევა პოლიტიკური ფარსია. უსამშობლოები ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ ქვეყნის მართვისთვის აუცილებელი ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ“, – წერს აბაშიძე.