
მიმდინარე წლის 7 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, კავთობის წმინდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა კატეგორიაში საცხენოსნო ასპარეზობა -დოღი გაიმართა.
დოღში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლების 40 ცხენოსანი მონაწილეობდა: კასპიდან სოფელ კავთისხევიდან, თვალადიდან, წინარეხიდან, მეტეხიდან, ნოსტედან, აღაიანიდან, ხოვლიდან, დუშეთიდან, ბაზალეთიდან, დიღმიდან, ძეგვიდან, მუხრანიდან და ნიჩბისიდან. ასევე მონაწილეობდა საცხენოსნო კლუბი „დიდგორი“.
სამივე კატეგორიიდან პირველი ადგილები მოიპოვეს: საბა ჩიტაურმა (სოფელი დიღომი), დემე პაპიაშვილმა (საცხენოსნო კლუბი „დიდგორი“), გოგიტა კოწოწაშვილმა (საცხენოსნო კლუბი „დიდგორი“);
მეორე ადგილები დაიკავეს ავთო მამულაშვილმა (ძეგვი), ავთო ყამარაულმა (სოფელი ძეგვი) და ისევ ავთო ყამარაულმა (სოფელი ძეგვი);
მესამე ადგილები: გიორგი ილურიძემ (სოფელი აღაიანი), დათო მგელიაშვილმა (ბაზალეთი) და ისევ დათო მგელიაშვილმა (ბაზალეთი).
გამარჯვებულებს პრიზები კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და მერიის სპორტის გაერთიანების დაწესებულებების ხელმძღვანელმა შოთა გოგიაშვილმა გადასცა.
ქართული ტრადიციების აღდგენის და დამკვიდრების ღონისძიების დამფინანსებელი კასპის მუნიციპალიტეტის მერია იყო, რომელიც 5 წელია ტრადიციად დამკვიდრებული საცხენოსნო ასპარეზობის მხარდამჭერია.
ღონისძიების ორგანიზებაში ყოფილი ცხენოსანი ბაჩუკი ბედოიძე მონაწილეობდა.