
კასპის მუნიციპალიტეტის, ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – თეზისა და ფერმის – დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 1 870 გრძივ მეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორი სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების უსაფრთხოებას.