
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სამართალდამცველების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი შეფასებით, ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელები, ერთსა და იმავე საქმეზე, მეორედ დააკავონ.
„სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია: „არავინ დაისაჯოს ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის!“ ოპოზიცია ითხოვს, უკვე დაკავებულ პოლიციელებზე ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას“, – წერს ანანიძე.