
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“.
ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები.
„ვიქტორ ყიფიანმა პარტია – „ჯერ საქართველო“ დააფუძნა. გარედან ნაკარნახევი ინსტრუქციებით აცდენილი ხართ სახელს. საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები“, – წერს ცოტნე ანანიძე.