საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება – არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი

საქართველოს ბანკი, როგორც ფეხბურთის მთავარი გულშემატკივარი, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ,  მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო.

არ გამოგრჩეთ „Creator ჩემპიონატის” ახალი ეპიზოდი @argacherde-ს არხზე.

მეორე ეპიზოდის მონაწილეები ჯი2ჯ, ოზი და კოპალა არიან. ისინი მანჩესტერ სიტის სახელით ასპარეზობენ.

„Creator ჩემპიონატის” ფარგლებში, მათ უნდა შეასრულონ  სახალისო დავალებები, მონაწილეობა მიიღონ მოედანზე გამართულ შეჯიბრებებში და გასცენ პასუხი საინტერესო კითხვებს მათი საყვარელი გუნდის ისტორიიდან.

შეგახსენებთ, რომ პროექტში 6 გუნდი მონაწილეობს და ისინი საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. გამარჯვებულების გამოვლენა ლიდერბორდების მიხედვით მოხდება. საუკეთესო კი ის გუნდი გახდება, რომელიც შეძლებს საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნის ღირსების დაცვას.

„Creator ჩემპიონატისგამარჯვებულს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი – 10 000 ლარი გადაეცემა

ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელი კრეატორების გუნდებს.

საქართველოს ბანკისპორტის მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

Back to top button