
გუშინ მომღერალმა კორძმა, ოლე ოლას ავტორმა, არასრულწლოვანი ბავშვები გაიყვანა სიმღერის ფესტივალ ოფენ ეარზე, სინდისის პატიმრებს ვუცხადებ მხარდაჭერასო და მის წინ მაყურებლებმა, მისი სიმღერა, ოლე ოლა თავისი გინებით უმღერეს ბავშვებს, შესაბამის ორგანოებს ვთხოვ დაინტერესდნენ ამ საკითხით, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ეს გარყვნილი ქმედება? – წერს არქეოლოგი, ქეთევან მიქიაშვილი, სოციალურ ქსელში.
მიქიაშვილი აკრიტიკებს არასრულწლოვანების მშობლებს, რომლებმაც შვილები მსგავს სიბინძურეში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნეს.
„გუშინ მომღერალმა კორძმა, ოლე ოლას ავტორმა, არასრულწლოვანი ბავშვები გაიყვანა სიმღერის ფესტივალ ოფენ ეარზე, სინდისის პატიმრებს ვუცხადებ მხარდაჭერასო და მის წინ მაყურებლებმა, მისი სიმღერა, ოლე ოლა თავისი გინებით უმღერეს ბავშვებს, შესაბამის ორგანოებს ვთხოვ დაინტერესდნენ ამ საკითხით, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ეს გარყვნილი ქმედება? ჩემი აზრით დასაჭერია ეგ ბიჭი, მანამდე გორის ანსამბლმა უარი თქვა მასთან მონაწილეობაზე, შემდეგ მარინა ბერიძის ბავშვთა ანსამბლი ჩაუდგა და ამ ბავშვების მშობლები მანახა, ხელი რომლებმაც მოაწერეს ოლე ოლასთან თავიანთი ბავშვების სიმღერას, მეტი არაფერი მინდა, გაუზრდელი, უვიცი, უზრდელი, საზოგადოების მტერი მშობლები, გამოეთრიეთ საჯაროდ და დაგვენახეთ, რომლებმა გაგზავნეთ შვილები მაგ სიბინძურეში მონაწილეობის მისაღებად.“- წერს მიქიაშვილი.