
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, იმირასანის მაგისტრალურ არხზე საექსპლუატაციო სამუშაოები განახორციელა.
შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა.
სამუშაოების ფარგლებში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგანარხის6-კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა.
იმირასანიქვემო ქართლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარწყავი სისტემაა, რომელიც სოფლების:ჭაპალასა და სავანეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს სარწყავი წყლით ამარაგებს.
„საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, საექსპლუატაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.