
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ზემო ხანდაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 657 გრძივი მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ახალი გზის საფარი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით განხორციელდა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ზემო ხანდაკისა და მეფისქალაქის დამაკავშირებელი გზით მოსარგებლეები ამიერიდან მოწესრიგებული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.