
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი (2008-2009 წ.წ.) გაიმართა.
ტურნირი მიეძღვნა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორს სამბოში, ქართულ ჭიდაობაში 1994 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავნის, ვანო გამხიტაშვილის ხსოვნას.
ტურნირში მონაწილეობდნენ: კასპის, გორის, ქარელის, მცხეთის, თეთრიწყაროს, მუხრანის და ქუთაისის მოჭიდავეები.
კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებულად იასპარეზეს – პირველი ადგილი მოიპოვეს გიორგი მანჯავიძემ (50 კგ), თემურ გოგრიჭიანმა (60 კგ), სოსო ბეგლარაშვილი (მძიმე წონა). გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადასცეს: მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონებმა ჭიდაობა სამბოში ბადრი ჯანიაშვილმა და იოსებ მაღალაშვილმა, ასევე ტურნირის საპატიო სტუმარმა – ბელარუსიის დამსახურებულმა მწვრთნელმა როლანდ ქავთარაძემ.
დაწესებული იყო საპრიზო ფონდიც.
ვანო გამხიტაშვილი 1999 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 13 ივლისს მას 53 წელი შეუსრულდებოდა.