კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ კასპში დასრულდა კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებულ სამუშაოს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 693 გრძივ მეტრ მონაკვეთზე დაიგო ასფალტ/ბეტონის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, სანიაღვრე ღარები და ეზოებში შესასვლელები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

Back to top button