გიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ, თურმე ამათ უნდა ჰკითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი

გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ“.

გამსახურდია ამბობს, რომ რამდენჯერაც ბათუმში ჩასულა განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია.

„ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე ბათუმში, სიცხე მე არ მიყვარს, „ზაგარი“ და ზღვა (ბათუმი და ზოგადად აჭარა მიყვარს თავისთავად). რამდენი ჩავსულვარ, განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ამ იქედნეს ნაშობმა „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. ვერ ეშვებიან შვილებს ეს გარეწრები, თურმე ამ ნაბუშრებს უნდა ჰკითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი“, – წერს გამსახურდია.

Back to top button