
მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს, ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც.
ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ.ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი არავის არაფერი შერჩება.
რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე ქოცების დასმული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად“ – წერს სააკაშვილი.