
აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იარაღითა და ფინანსური რესურსებით დახმარების შემდეგ, რომელიმე ევროპული ქვეყანა რუსეთთან ომში ღიად ჩაერთოს, თუმცა, ამის მიზეზად, არა თავად კონფლიქტში ჩართული სახელმწიფო არამედ რუსეთის „თავდასხმა“ უნდა იქცეს, რასაც აუცილებელი თავდაცვის პირობებში პასუხი მოჰყვება,- ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ის “დიფ სთეითის” ზრახვებზე საუბრობს გერმანიის სახელმწიფოს მიმართ.
შათირიშვილის განცხადებით, პროცესი უკვე დაძრულია, ესკალაცია თანდათან უფრო გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში გერმანიის ომში რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, ყოველივე ამისთვის კი მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება საჭირო რისთვისაც დიდ ბარიერს ქმნის “ ალტერნატივა გერმანიისთვის.”
“ჩემს წინა წერილებში არაერთხელ ვისაუბრე, თუ რა არის უდიდესი გავლენების მქონე ოლიგარქიული ოჯახების მიზანი. – მათ სურთ, ერთი მხრივ მორალური თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით ევროპის კონტინენტი ბოლომდე ჩამოშალონ, რასაც საზოგადოებისთვის ფსევდოლიბერალური, გაუკუღმართებული იდეების თავსმოხვევით მეტ – ნაკლებად წარმატებით ახორციელებენ, მეორე მხრივ კი სურთ ეკონომიკურად დასუსტებული, ნაომარი და ჩამოქცეული ევროპა იხილონ, რომელსაც შემდეგ მათ მიერვე მართული მსხვილი კორპორაციები „გადაარჩენენ“ ინოვაციური კორპორაციული მმართველობით, რის შემდეგაც კონტინენტის მართვის სადავეებს ხელში ოფიციალურად აიღებენ. პარალელურად, ბუნებრივია, მათი მიზანი გამუდმებული კონფლიქტებით რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება და მისი ამბიციების შეკვეცაა, რისთვისაც არც კონკრეტული სახელმწიფოების და არც ამა თუ იმ ხალხის მსხვერპლად შეწირვას ერიდებიან.
აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იარაღითა და ფინანსური რესურსებით დახმარების შემდეგ, რომელიმე ევროპული ქვეყანა რუსეთთან ომში ღიად ჩაერთოს, თუმცა, ამის მიზეზად, არა თავად კონფლიქტში ჩართული სახელმწიფო არამედ რუსეთის „თავდასხმა“ უნდა იქცეს, რასაც აუცილებელი თავდაცვის პირობებში პასუხი მოჰყვება. სხვა საკითხებთან ერთად, მსგავსი სცენარი გერმანული საზოგადოების აზრის მობილიზებისა და გადამწყვეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად არის საჭირო, რათა ომისა და უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე მოქალაქეებმაც კი პოზიცია შეიცვალონ და მიიჩნიონ, რომ საფრთხე უშუალოდ მათ ემუქრებათ, შესაბამისად, სახელმწიფომ ისინი ყველა ფორმით, მათ შორის ძალის გამოყენებით უნდა დაიცვას.
როგორც ჩანს, „დიფ სთეითმა“ აღნიშნული როლი ევროპის ერთ – ერთ ყველაზე დიდ, განვითარებულ და გავლენიან, ასევე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანიას მოარგო, რაზეც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებს. რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ იხილა ე.წ. „ლაიფციგის ინციდენტი“, რომელიც, გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, რუსეთის მხრიდან, დრონების გამოყენებით თავდასხმებისა და დივერსიის მოწყობას უკავშირდება, რაც, დეტონატორის გაუმართაობისა და სამართალდამცავების წარმატებული მუშაობის შედეგად ვერ განხორციელდა. ამ ყველაფერს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა და თავდაცვის აუცილებლობასა თუ რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერილ ტერორიზმზეარამხოლოდ გერმანელი, არამედ სხვა ევროპული სახელმწიფოებისა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებიც ღიად საუბრობენ. პარალელურად, გერმანელებმა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე კონტროლის გამკაცრებისა და ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადეს, ამავდროულად კი შესაბამის უწყებაში ახსნა – განმარტებისთვის რუსეთის ელჩიც დაიბარეს. ბუნებრივია, რუსული მხარე თავდასხმის მცდელობასთან კავშირს უარყოფს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობად აფასებს. ფაქტია, პროცესი უკვე დაიძრა და ვეჭვობ, ესკალაცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, დიდი ალბათობით, ომში გერმანიის რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამისთვის მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უდიდეს ბარიერს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქმნის.”- ვკითხულობთ წერილში.