ცოტნე ანანიძე: გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი – თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ 25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს „გადაბრალების დიდოსტატს“ უწოდებს.

ანანიძე ეხმიანება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ და არა სააკაშვილმა.

„გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი. თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ 25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა. ქვა წყალზე ვერ იტივტივებს და მიშა – ტყუილებში“, – წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button