გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიურად ვითარდება – მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიურად ვითარდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები 5 700 000 მგზავრს მოემსახურა.

„შესრულდა 26 000-მდე ავიარეისი და გადატანილია 29 000 ტონაზე მეტი ტვირთი, რაც მოგეხსენებათ, რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჯამში 2026 წელი რეკორდული იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის”, – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

Back to top button