
„კიკუ ფსევდოუფლებადამცველების „თვალის ჩინი“ მხოლოდ მაშინ ინთება, როცა გრანტის გამცემი უბრძანებს. ხოლო როცა ბავშვების ღირსებას საჯაროდ ლახავენ, მათი ცნობილი „სამოქალაქო პოზიცია“ მაშინვე ქრება – უჩინმაჩინის ქუდს ირგებს და ღრმა ძილს ეძლევა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ დარინა მიქელაძეზე, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე გამოქვეყნებულ პოსტში, ირონიულად სვამს კითხვას: „ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს?“ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ეს არის რადიკალების სრული სულიერი დეგრადაცია – მორალური ქცევის პაროდია, სადაც ე.წ. ლიბერალები საკუთარ ორმაგ სტანდარტში ისე არიან ჩაფლულები, თითქოს სინდისი მხოლოდ პოლიტიკური ბანაკის საზღვართან იწყებოდეს და მთავრდებოდეს.
„ნაცაქტივისტის, დარინა მიქელაძის მსგავსი ნაგვების ფსევდოლიბერალური ფასადი ზუსტად იქ იფშვნება, სადაც მათი ნამდვილი, დაუნდობელი ბუნება ვლინდება. როცა სექტის მოტლიკინე ნაცპლანქტონები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს საჯაროდ იმ სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლებსაც მათი ბინძური ენა კარნახობს, ეს უკვე უბრალოდ უტიფრობა აღარ არის – ეს სრული მორალური კოლაფსია.
იქ, სადაც ბავშვების ღირსებას ასე დაუნდობლად ლახავენ, ადამიანურობის ნიშანწყალიც კი აღარ რჩება. მაგრამ ყველაზე მძაფრი მიუღებლობა თავად ამ მავნებლების კი არა, მათი მუნჯი ამალიკების მიმართ იგრძნობა. ეს თანასექტანტების დუმილიანი „კურთხევაა“ – სექტური სიბრმავე, სადაც „ჩვენიანის“ ნებისმიერი სისაძაგლე მყისიერად იწმინდება. ამათთვის ადამიანის ღირსება კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ბელადის კალოშებია სალოცავი.
კიკუ ფსევდოუფლებადამცველების „თვალის ჩინი“ მხოლოდ მაშინ ინთება, როცა გრანტის გამცემი უბრძანებს. ხოლო როცა ბავშვების ღირსებას საჯაროდ ლახავენ, მათი ცნობილი „სამოქალაქო პოზიცია“ მაშინვე ქრება – უჩინმაჩინის ქუდს ირგებს და ღრმა ძილს ეძლევა.
ეს რადიკალების სრული სულიერი დეგრადაციაა – მორალური ქცევის პაროდია, სადაც ე.წ. ლიბერალები საკუთარ ორმაგ სტანდარტში ისე არიან ჩაფლულები, თითქოს სინდისი მხოლოდ პოლიტიკური ბანაკის საზღვართან იწყებოდეს და მთავრდებოდეს“, – წერს აბაშიძე.