ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს

ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რადიკალურ რეფორმირებას გეგმავს.

გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ინიციატივა გადაწყვეტილების ერთხმად მიღების მოდელის გაუქმებას ითვალისწინებს ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა გაფართოება, სანქციები და თავდაცვის პოლიტიკა.

გეგმის თანახმად, ევროკავშირი გადავა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის სისტემაზე, რაც ცალკეულ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლების გამოყენებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის შესაძლებლობას ჩამოართმევს.

Back to top button