დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა – აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს

„საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება“, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს.

მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს.

„საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა.

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა ხდება საფრანგეთში.

მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს. მათი მოთხოვნა არ არის რაღაც განსაკუთრებული მათ უბრალოდ ხარისხიანი განათლება და ნორმალური სასწავლო გარემო სურთ.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს, განათლებაზე თანაბარი წვდომა და ღირსეული პირობები უზრუნველყოს.
მაგრამ როდესაც მოსწავლეები ამ პრობლემებზე პროტესტს გამოთქვამენ, საფრანგეთის ხელისუფლების პასუხი არის პოლიცია, ცრემლსადენი გაზი და დაკავებები, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება.
რა თქმა უნდა, პროტესტის დროს ძალადობა, პოლიციაზე თავდასხმა ან ქონების განადგურება დანაშაულია და ეს ცალკე სამართლებრივი საკითხია, მაგრამ ვერ პასუხობს, მთავარ კითხვას. რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ქვეყანაში განათლების პრობლემებზე პროტესტის მონაწილე ბავშვების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება გახდა საჭირო?

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს. საფრანგეთის ხელისუფლებას ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ მოქალაქეებს, უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება და შემდეგ ასწავლონ სხვებს დემოკრატია. რადგან დემოკრატია მხოლოდ სიტყვა და საერთაშორისო ტრიბუნიდან წაკითხული ლექცია არ არის. დემოკრატია პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, – წერს ჩიხელიძე.

Back to top button