
მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ეს მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში.
მინდა, მოგახსენოთ ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე. ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა პრემიერმა.