
„ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი – სისხლიანი პროკურორი! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ „ჯალათი“ ჯანუაშვილი ახლა იცავს „პროვოკატორ დავითაძეს“, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი.
მისივე შეფასებით, „წრედი იკვრება – ოჯახი „ნაცი“, მამა – სააკაშვილის ფანი, თავად კრიმინალი და ადვოკატი – „ნაცების“ ჯალათი!!! ეს არის სრული სურათი“.
„ეს სალომე ჯანუაშვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისხლიანი პროკურორი. ის 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზეა რამდენიმე ასეული მათგანის ციხეში გამოკეტვა.
ამჟამად სწორედ ეს ერთ-ერთი „ნაცჯალათი“ იცავს პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი. წრე ძალიან კარგად იკვრება – ოჯახი – „ნაცი“, მამა – სააკაშვილის ფანი, თავად კრიმინალი და ადვოკატი – „ნაცების“ ჯალათი! ეს არის სრული სურათი“, – წერს აბაშიძე.