კასპის მერი სოფელ აღაიანში მოსაპირკეთებელი და საფასადე მასალების ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილთან ერთად, სოფელ აღაიანში მოსაპირკეთებელი და საფასადე მასალების ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო.

საწარმოში 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ქარხანა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებითაა აღჭურვილი და მოსაპირკეთებელი და საფასადე მასალებს აწარმოებს.

ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას,  რადგან ახალი საწარმოების ამოქმედება ხელს უწყობს ეკონომიკურ გაძლიერებას და ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს.

ახალ საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება, უპირატესობა კი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.

Back to top button