ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

 

Back to top button