„არქივები არ იწვის, არც ციფრული. ეს მოღალატე სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს 402-ე ბრძანებულებაა. წლებია გვესმის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი აპოლოგეტების ბოროტი ტყუილი, რომ თურმე 8 აგვისტოს, ომის დაწყება მხოლოდ რუსული „ნარატივია“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მკაფიოა, რომ თავად დამნაშავე რეჟიმის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ამ სამარცხვინო ბრძანებულების ვითომ მიმჩქმალავები არიან კრემლის სასარგებლო ვასალები.
„2008 წელს, რომელმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 კაპიტულატურ რეზოლუციას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს?! ომის შემდეგ, ვინ გადასცა ოკუპანტებს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები?! Ძალიან ბევრჯერ შევახსენებ სამარცხვინო, უტიფარ და ვერაგ ნაცსექტას ამ დანაშაულებებს. Პუტინის რუსეთი საქართველოს ოკუპანტია, ხოლო მისი ამ ვერაგი, დროებითი გეგმის შემსრულებელი სააკაშვილის რეჟიმია. Საქართველო მშვიდობით, განვითარებით, დასავლელი პარტნიორების დახმარებით, აუცილებლად გამთლიანდება!“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუქის გვერდზე.