,,პრორუსების იარლიყი სხვაზე მიწებება, ხომ საერთოდ განწირული თამაში მათი მხრიდან. მათმა ლიდერმა სააკაშვილმა ჯერ ყველანაირად ხელი შეუწყო რუსებს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაცია მოეხდინათ, მერე გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ მიატოვა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზიდან კისრისტეხით გამოიქცა, წაიქცა, იფორთხა და წაგებული ომი რუსთაველზე გამარჯვებით აღნიშნა’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ფსიქიკური აშლილობით ნელ-ნელა ყველა მის ბელადს სააკაშვილის ემგვანება!
,,პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ ხშირად, არადა პოლიტიკა კონსენსუსის, სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა, ხალხების, ერების, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ ქართულ პოლიტიკაში პირიქით ვხედავთ ხოლმე სიტუაციას. ადამიანები, რომლებიც თავის პოლიტიკურ მიზნებს ვერ აღწევენ, გადადიან შეურაცხყოფაზე და უწმაწური სიტყვებით კეკლუცობაზე, რომელიც ერთი რომ ამორალურია და მეორეც ეს არის ის რაც პოლიტიკას აბინძურებს, და ბევრისთვის მიუღებლად წარმოაჩენს. იმას რასაც, ხშირად იძახიან ნაციონალური მოძრობის თუ მათთან აფილირებული სუბიექტები, ხელმოცარულთა განწირული გოდება ჰქვია, რაც მათ მიერ წყევლა-კრულვით და გინებით არის გამოხატული. ფაქტია, ეს ხალხი ვერ აღწევს თავის მიზნებს: ვერც გადატრიალება და რევოლუცია გამოუვიდათ, ვერც გვამების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა, და ვერც რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა. პრორუსების იარლიყი სხვაზე მიწებება, ხომ საერთოდ განწირული თამაში მათი მხრიდან, მათმა ლიდერმა სააკაშვილმა ჯერ ყველანაირად ხელი შეუწყო რუსებს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაცია მოეხდინათ, მერე გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ მიატოვა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზიდან კისრისტეხით გამოიქცა, წაიქცა, იფორთხა და წაგებული ომი რუსთაველზე გამარჯვებით აღნიშნა. ეს რა არის ომის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადაუფორმა, სამაჩაბლოს სოფლებს კი ქვა-ღორღი უწოდა. ამ ძალის წარმომადგენელი ხაბეიშვილი კი სხვას უწოდებს პრორუსებს და რეგვენს?! არ მიკვირს ფსიქიკური აშლილობით ნელ-ნელა ყველა მის ბელადს სააკაშვილის ემგვანება! ‘’ წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook – ზე.