ირაკლი ღარიბაშვილი: ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს და მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ

ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს და მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button