ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.
ყვავილებით შეამკეს შინდისის ომის გმირების: რუსლან წულაძის და ემზარ წილოსანის, ვასილ სმირნოვის, 2004 წელს სამაჩაბლოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ლომაძის საფლავები.
„8 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი გმირი ბიჭების ხსოვნას. ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 300-300 ლარი პირად ანგარიშზე დაურიცხა.