ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ სკვერში შეიკრიბნენ და 13 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილი, სადაც მალე გმირთა მემორიალი დაიდგმება, ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლადპანაშვიდი გადაიხადა მამა იოანე გელაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალურ პარკში მდებარე ეკრანზე 8 აგვისტოს ომის ამსახველი კადრები გავიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გმირთა მემორიალის ესკიზები განთავსდა, რომლის მოწყობაცი გეგმება უახლოეს ხანში.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.