იმათ მიმართოს ვის გვერდითაც დადგა, ვის სინდისზეც არის 2008 წლის ომი და საქართველოს ტერიტორიების 20% – ს დაკარგვა ეტყობა ამნეზია შეეყარა, როგორც ყველა ნაცს, აღარ ახსოვთ აღარც 2008 წელი, აღარც რამდენიმე დღეში ჩაბარებული 150 სოფელი და კოდორი – ექსპერტი ნინო ფოჩხია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში აკია ბარბაქაძის სტუმრობას ეხმიანება, რომელმაც კახა კალაძეზე განცხადება გააკეთა.
„როდის აქეთ გახდა კალაძე საქართველოს ოკუპაციის თანამონაწილე? იქნებ იმათ მიმართოს ვის გვერდითაც დადგა, ყველა იქ ჰყავს, ვის სინდისზეც არის 2008 წლის ომი და საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგვა. ან ეს კაცი როდის აქეთ გახდა ნაცბანდის დამცველ-გამპრავებელი? ეტყობა ამნეზია შეეყარა, როგორც ყველა ნაცს, აღარ ახსოვთ აღარც 2008 წელი, აღარც რამდენიმე დღეში ჩაბარებული 150 სოფელი და კოდორი. აკია ბარბაქაძე კი არის უტიფარი და ცილისმწამებელი“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.