დავით ქართველიშვილი: 9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს

“დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით – იმ ზელენსკის, რომელიც “ჩამპალ ნარკომანად” საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი 9 აპრილს პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას, სადაც ოლექსი გონჩარენკო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

 

“9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს – ეს ისე, სერიოზულად. ახლა კი – ძალიან სერიოზულად. დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის საკუთარ ქვეყანაში – უკრაინული ენის პრიორიტეტებისთვის. იმისთვის – რის წინააღმდეგ წლებია იბრძოდა გონჩარენკო.

 

დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის მცდელობას – კიევში დააბრუნოს სააკაშვილის “ბრწყინვალების ორდენის” კავალერი იანუკოვიჩი. ის იანუკოვიჩი – ვისი პარტიის აქტიური წევრი იყო გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით – იმ ზელენსკის, რომელიც “ჩამპალ ნარკომანად” საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ…ერთი კითხვა მაქვს ამ სამარცხვინო პერფორმანსში მონაწილეობის მიღების მსურველებთან – არ გიტყდებათ???”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Back to top button