1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით – 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა.
„9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა.
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას აზიარეს.
მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის!”- წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.