1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერების: გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს.
შემდეგ კი ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა. სტუმრებმა განახლებული ექსპოზიცია დაათვალიერეს. აქვე ლიტერატურული კონკურსის ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე” გამარჯვებულები დაჯილდოვდა.
პოეზიაში პირველ ადგილზე პაპუნა ფირცხალაიშვილი გავიდა, მეორეზე- ზურა მურვანიძე, ხოლო მესამე ადგილი სოფია სამხარაძეს ერგო.
პროზაში პირველი ადგილი ანა ურუშაძემ მოიპოვა, მეორე – მარიამ ურუშაძემ, ხოლო მესამეზე – ლიზი შავიძე გავიდა.
გამარჯვებულებს სიგელები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გადასცეს. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 300, მეორეზე – 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს 100 ლარი გადაეცათ.
კონკურსის მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და გაზეთი ,,გურია თუდეი” გახლდათ.